17 ოქტომბერს 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება


 

17 ოქტომბერს საქართველოს 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება. 1991 წლიდან ტარდება საქართველოს ეროვნული პირველობა. 2007 წლიდან საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას სუპერლიგა დაერქვა.

მიმდინარე სეზონი ტრადიციულად “დუდუ დადიანის” მემორიალით გაიხსნა, რომელიც 5-10 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მომავალი სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო.

სუპერლიგის ახალ გათამაშებაში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს: “ბათუმი”, “დინამო”, “რუსთავი”, “ქუთაისი-2010”, “კაკტუსი”, “ცხუმ-აფხაზეთი”, “თსუ”, “ოლიმპი”, “ტიტები”, “ვერა” და “მეგა”. ეს უკანასკნელი სუპერლიგის დებიუტანტია, რომელმაც გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული და ა ლიგაში დაქვეითებული “მგზავრები” ჩაანაცვლა.

2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას 1/4-ფინალიდან გააგრძელებს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული ა ლიგის ვიცე-ჩემპიონთან ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.

სუპერლიგის თამაშები ჩატარდება მაყურებლების გარეშე.

 

17 ოქტომბერი:

“დინამო” – “თსუ” / 18:00 საათზე

18 ოქტომბერი:

“ვერა” – “ბათუმი”/ 12:00 საათზე

“ოლიმპი” – “მეგა” / 15:00 საათზე

“ტიტები” – “კაკტუსი”/ 18:00 საათზე

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე განხორციელდება.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 


(function(d, s, id) {
var js, fjs = d.getElementsByTagName(s)[0];
if (d.getElementById(id)) return;
js = d.createElement(s); js.id = id;
js.src = “//connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v2.9&appId=1556855884614168”;
fjs.parentNode.insertBefore(js, fjs);
}(document, ‘script’, ‘facebook-jssdk’));



Source: Vbetnews